ეს სამი კარი სიმბოლური ილუსტრაციაა იმ მომსახურებების, რომლებსაც პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები დახმარებისთვის პირველად მიმართავენ.სამივე პირველადი ჯანდაცვის სისტემის ნაწილია. კარს მიღმა თქვენ ერთ შემთხვევაში პაციენტის შვილის, მეორე შემთხვევაში, პაციენტის ახლო მეგობრისა და მესამე შემთხვევაში, პაციენტის ნათესავის ხმა გესმით. სამივე იხსენებს იმ გამოცდილებას, როცა პირველად მიხვდა, რომ მათ ახლობლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები ჰქონდათ და სასწრაფოდ ექიმი სჭირდებოდათ. მათი ისტორიები გვაჩვენებს, რომ სამივე ერთ გზას გადის.